ტაიფუნი იაპონიაში

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

Getty Images

იაპონიაში ტაიფუნ "ჰაგიბის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის კვლავ გრძლედება სამძებრო სამუშაოები, ბოლო მონაცემებით დაკარგულად 20-მდე ადამიანი ითვლებოდა.

იაპონიას ტაიფუნი შაბათ საღამოს დაატყდა თავს. ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. NHK-ის ინფორმაციით, ევაკუაციისას ადამიანების ნაწილი თავშსაფრისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა. მათივე ცნობით, შტორმისას დაშავდა 200 ადამიანი.

ტაიფუნის შედეგად, 7 მილიონი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო, თუმცა, თავშესაფრებს 50 000 ადამიანმა შეაფარა თავი.

იაპონიაში 1958 წლის შემდეგ ეს, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი ტაიფუნი იყოს. ტოკიოს ტერიტორიასა და შიცოუკას პრეფექტურაში 1958 წელს ტაიფუნს "კანოგავა" 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები