გამყრელიძე: გუშინ ქვეყანაში 7 079 PCR ტესტი და 1 500-მდე სწრაფი ტესტი გაკეთდა

გუშინ ქვეყნის მასშტაბით 7 079 PCR ტესტი და 1 500-მდე სწრაფი ტესტი გაკეთდა. დღეს კარანტინში გყავს 6 080 ადამიანი, 1 310 გამოჯანმრთელებულია, რაც 80 პროცენტია საერთო მაჩვენებლის. დაფიქსირებულია სიკვდილის 19 შემთხვევაა, ეს საერთო მაჩვენებლის 1.15 პროცენტია. ეს არის საერთო ეპიდსიტუაცია. ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმი, სადაც ინტენსიური ტესტირებაა, თუმცა გუშინ საღამოს ტესტირების შემცირების ტენდენცია გაჩნდა ბულვარის კარვებში, 600-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული. ასევე, ბათუმის ხუთ კლინიკაში კეთდება ტესტირება. ყურადღებას იპყრობს, ასევე რუსთავის პოლიკლინიკასთან დაკავშირებული ავერსის" კლასტერი. ამასთან, მნიშვნელოვანი ხდება გარკვეულწილად, გურიის შემთხვევები, გურიაში გუშინ იყო ინფექციის სამი შემთხვევა, დღეს კიდევ დაემატა ერთი და მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდკვლევაეპიდკვლევა დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემობანში. ასევე კვლევები მიმდინარეობს ოზურგეთის რაიონში, ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები