კორონავირუსი საქართველოში

ექიმი: 25 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ 1-ის ინფიცირების წყაროა უცნობი, 9 - დონას კლასტერიდანაა

იმედი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 25 ახალი შემთხვევიდან 9 საკონდიტრო დონას უკავშირდება, 1 კი რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელია.

ახალი პაციენტებიდან ერთის გარდა ყველას ინფიცირების წყარო დადგენილია.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები