დეგნანი ლუგარის ცენტრზე კიბერთავდასხმაზე: მავნე აქტორები აგრძელებენ საზიანო მოქმედებებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს. ცხადია, იქნება შედეგები. ვიცით, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ცენტრზე. გამოძიებას დრო დასჭირდება იმისთვის, რომ დადგინდეს, ვინ იდგა თავდასხმის უკან.

ეს ფაქტი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ მავნე აქტორები აგრძელებენ საზიანო მოქმედებებს. ისინი იყენებენ ამას დესტაბილიზაციისა და დაბნეულობის გამოსაწვევად.

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმის შესახებ [გამოყენებულია რუსთავი 2-ის თარგმანი].

კომენტარები