ახალი კორონავირუსის პანდემია

ჩიხლაძე: "ოცნებასთან" დაკავშირებულმა კომპანიებმა 43 მლნ ლარის შესყიდვები განახორციელეს

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის ინიციატივით, სამსახურის მიღმა დარჩენილი ადამიანებისთვის გამოიყო 200-200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში. ზოგიერთმა მიიღო აღნიშნული თანხა ექვსი თვის მანძილზე, ხოლო ნაწილს ეს დახმარება ორი თვის შემდეგ შეუწყდა. არადა ამ ადამიანებმა სამსახური დაკარგეს, მერე ვიღაცას სამადლოდ 20 ლარი ჩაერიცხა, ბოლოს კი, იძულებულები გახდნენ, უფრო დაბალანაზღაურებადი სამსახური სადმე თავად ენახათ.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჩარიცხვები მარტში, აპრილსა და მაისში არ განხორციელებულა. ეს დაიწყო ივლისში, ანუ ადამიანები სამი თვის განმავლობაში სამსახურის გარეშე არსებობდნენ და შემოსავალი 1 ლარიც არ ჰქონდათ. მოკლედ, პროცესი გახდა უმართავი, საბოლოოდ აღნიშნული დახმარება მიზნობრივ სეგმენტს სრულადაც არ მიუღია. ასეთ გაურკვევლობაში 68 000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებსაც საერთოდ უარი უთხრეს დახმარებაზე.

BELLINGCAT-ისა და IDF-ის დასკვნებში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ პირდაპირი, გადაუდებელი შესყიდვების გზით ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 43 მლნ ლარის შესყიდვები განახორციელეს და ტენდერები მოიგეს.

სწორედ აქედან 21 მლნ ლარი მიემართებოდა იმ სასტუმროების ბიუჯეტში, რომლებიც კარანტინის დროს დაკავდნენ. გამორციხული არ არის, რომ ამ ფონზე მთავრობამ პროცესები კვლავინდებურად თავის სასარგებლოდ წარმართოს

ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის წევრი სერგო ჩიხლაძე პანდემიის დროს მთავრობის ინტერესებზე.

კომენტარები