გაი რიჩი

ჯეისონ სტეტჰემი გაი რიჩის ახალ ფილმში ითამაშებს

Yahoo

რეჟისორი გაი რიჩი და მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი კიდევ ერთ ფილმზე იმუშავებენ ერთად.

ბრიტანელი რეჟისორი მუშაობას იწყებს ჯაშუშურ ფილმზე Five Eyes, რომელშიც მთავარ როლს სტეტჰემი შეასრულებს.

სიუჟეტის ცენტრში სპეცსამსახურების სუპერაგენტია, რომელსაც საერთაშორისო ჯაშუშური ორგანიზაცია Five Eyes საქმის გამოსაძიებლად იქირავებს.

ყოფილ სამხედრო მყვინთავს, ჯეისონ სტეტჰემს სამსახიობო კარიერა გაი რიჩიმ დააწყებინა, როდესაც ერთ-ერთი წამყვანი როლი ათამაშა სადებიუტო ფილმში კარტი, ფული და ორი ლულა.

კომენტარები