გაი რიჩი

გაი რიჩი კოტეჯების გაქირავების ბიზნესს იწყებს

Indiewire

ინგლისელმა რეჟისორმა, გაი რიჩიმ უილტშირის საგრაფოში საკუთარ ნაკვეთზე მშენებლობა დაიწყო. დიდი კუშის ავტორი ხელოვნური ტბის გარშემო ოთხი კოტეჯის აშენებას გეგმავს.

თითოეულ კოტეჯს რეჟისორი 15 000 ფუნტ სტერლინგად გააქირავებს. წინასწარი გათვლებით მშენებლობა $9 000 000 დაჯდება.

485 ჰექტარის ფართობის მიწა რიჩიმ თავისი ყოფილი ცოლისგან, მადონასგან 2001 წელს იყიდა. იმავე მიწაზეა აშენებული რეჟისორის პირადი ლუდსახარში ქარხანა.

კომენტარები