პოლ ტომას ანდერსონი

პოლ ტომას ანდერსონის ახალ ფილმში ფილიპ სეიმურ ჰოფმანის შვილი ითამაშებს

ABC News

პოლ ტომას ანდერსონის მომავალ ფილმში ერთ-ერთ როლს შეასრულებს გარდაცვლილი მსახიობის, ფილიპ სეიმურ ჰოფმანის შვილი, 17 წლის კუპერ ჰოფმანი.

ახალი ფილმის მოქმედება 70-იან წლებში ვითარდება. გადაღებები სან-ფერნანდოში მიმდინარეობს. პროექტში მთავარ როლს ბრედლი კუპერი შეასრულებს.

ფილიპ სეიმურ ჰოფმანი რეჟისორის მეგობარი იყო. მსახიობმა ანდერსონის არაერთ ფილმში ითამაშა, მათ შორის მაგნოლიასა და ბუგის სტილის ღამეებში.

ჰოფმანი ნარკოტიკების უნებლიე ზედოზირებით  2014 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

 

კომენტარები