ვენეციის კინოფესტივალი 2020

ქეით ბლანშეტი: თავს ყოველთვის კაც მსახიობად მოვიხსენიებდი

VARIETY

ქეით ბლანშეტის თქმით, ის ყოველთვის კაცი მსახიობი [actor] იყო და არა ქალი მსახიობი [actress].

მსახიობი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია და გახსნის დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მას ბერლინალეს გადაწყვეტილების შესახებ hკითხეს, რომლის მიხედვითაც ფესტივალზე ყველა ნომინაცია გენდერულად ნეიტრალური ხდება.

"პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ, მაგრამ თავს ყოველთვის კაც მსახიობად მოვიხსენიებდი. არ ვთვლი, რომ გენდერულად ძალიან განსაზღვრული ენა გვაქვს და მე მივეკუთვნები იმ თაობას, სადაც სიტყვა "ქალი მსახიობი" ყოველთვის დამამცირებლად იყო მოხსენიებული. ამიტომ სხვა ადგილს დავიკავებ." - უპასუხა ბლანშეტმა.

ბერლინალეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, ტილდა სვინტონმაც ისაუბრა.

"მოხარული ვარ ბერლინის ამბის გაგებით. ვფიქრობ, ეს იმდენად გარდაუვალია, რომ ყველა ასევე მოიქცევა. ეს ჩემთვის აშკარაა." - თქვა სვინტონმა.

2021 წლიდან, ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალი საუკეთესო ქალი და საუკეთესო კაცი მსახიობების ნომინაციებს გააუქმებს, მათ ნაცვლად კი გენდერულად ნეიტრალურ ნომინაციებს შემოიღებს.

კომენტარები