იმუშავე საქართველოდან - ეს იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივა. არსი მდგომარეობს იმაში, რომ რადგან საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ჩვენ შევთავაზეთ 95 ქვეყნის მოქალაქეებს 180 დღით, მინიმუმ, საქართველოდან დისტანციურად გააგრძელონ თავიანთი შრომა.
შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენ 200-ზე მეტი განაცხადი გვაქვს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაწყებული აშშ-თი და დამთავრებული სინგაპურით და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ვავალებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ამ პროგრამაზე და კიდევ უფრო გააძლიერონ ამ პროგრამის შესაძლო ბენეფიტები, რომელიც შესაძლოა, მან ქართულ ეკონომიკას და, პირველ რიგში საქართველოს, როგორც მწვანე და ვირუსისგან სუფთა ქვეყანას მოუტანოს.