კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ჩაქვის ოაზისში 806 სინჯი აიღეს, PCR კვლევის შედეგები დღეს იქნება ცნობილი

თბილსისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ჩაქვის სასტუმრო ოაზისში კორონავირუსზე 806 ტესტი ჩატარდა და PCR კვლევის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ბათუმში განთავსებულ კარვებსა და კლინიკებში 1 762 ბიოლოგიური სინჯი აიღეს. მათი პასუხებიც დღეს გახდება ცნობილი. 

ეზუგაბაია ასევე ამბობს, რომ საკონდიტრო მაღაზია დონასთან დაკავშირებით 600 სინჯი აიღეს. კორონავირუსი ერთ ადამიანს - თანამშრომლის ნათესავს დაუდასტურდა.

დღეს, 3 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევიდან 8 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. ერთი პაციენტი სამედიცინო პერსონალის წევრია, 7 შემთხვევა შემოტანილია, 4-ის ინფიცირების წყარო კი ჯერჯერობით უცნობია.

ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში, სადაც ერთ-ერთ სტუმარს COVID 19 დაუდასტურდა. სასტუმროში სამედიცინო პერსონალის კონფერენცია მიმდინარეობდა. სასტუმრო ჩაიკეტა და იქ 400-მდე ქართველი ექიმი იმყოფება. ასევე, 2 სექტემბერს, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმში დადასტურდა. 21 შემთხვევა ბათუმში საკონდიტრო დონას უკავშირდება. 

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 279 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები