პატრიოტთა ალიანსი

საპატრიარქო: ადგილი, სადაც "პატრიოტები" კანდიდატს წარადგენენ, ბაგრატის ტაძარს არ ეკუთვნის

ირმა ინაშვილი/Facebook

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დეკანოზი ანდრიას თქმით, ადგილი, სადაც "პატრიოტები" კანდიდატებს წარადგენენ, ბაგრატის ტაძარს არ ეკუთვნის.

"დღეს ჟურნალისტებისგან იყო შეკითხვები, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას.

ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება". – წერია ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაში. 

1-ელ სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახაგლაზრდებთან შეხვედრა გამართა. 

კომენტარები