კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული. კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ეს რეკომენდაცია გაკონტროლდეს. თბილისის მერმა მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს მოუწოდა, თანამშრომლების მუშაობის დისტანციური რეჟიმი მაქსიმალურად შეინარჩუნონ.

"მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, მგზავრობა მხოლოდ და მხოლოდ პირბადით არის ნებადართული, გაკონტროლდეს. მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, რათა გავუფრთხილდეთ
ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადამიანები, ვინც შეგიძლიათ, რომ სახლიდან დისტანციურად
ამუშაოთ, აღნიშნულ რეჟიმში დატოვოთ". – ამბობს კახა კალაძე.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 38 - ბოლო 24 საათში. აქედან 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები