Grey's Anatomy

გრეის ანატომიის მე-17 სეზონის გადაღებები სექტემბერში დაიწყება

Grey's Anatomy

გრეის ანატომიის მე-17 სეზონის გადაღებები სექტემბერში დაიწყება - ამის შესახებ ინფორმაცია Variety-მ გაავრცელა.

გამოცემა წერს, რომ სეზონის პირველი ორი სერიის გადაღება ლოს ანჯელესშია დაგეგმილი.

ყველაზე პოპულარული სამედიცინო დრამის ახალი სერიების გადაღებები მარტში, კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. სერიალის შემქმნელები იძულებულები გახდნენ, რომ მე-16 სეზონისთვის 4 სერია მოეკლოთ და ეთერში ისე გაეშვათ.

აგვისტოს დასაწყისში სერიალის ვარსკვლავმა, ელენ პომპეომ ტვიტერზე დაწერა, რომ გადაღებების დაწყება რამდენიმე კვირაში იყო დაგეგმილი.

Variety ესაუბრა გრეის ანატომიის აღმასრულებელ პროდიუსერს, კრისტა ვერნოფს, რომელმაც თქვა, რომ მე-17 სეზონი აუცილებლად დაუკავშირდება პანდემიას.

"ვფიქრობ, რომ ჩვენს შოუს აქვს შანსი და პასუხისმგებლობა, რომ მოყვეს ისტორიები ამაზე [პანდემიაზე]". – თქვა მან.

კომენტარები