Grey's Anatomy

სერიალმა Grey's Anatomy საავადმყოფოებს სახის ნიღბები და სხვა დამცავი აღჭურვილობა გადასცა

Hollywood Reporter

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ცნობილმა სერიალმა Grey's Anatomy და სხვა სამედიცინო შოუებმა ნამდვილ საავადმყოფოებს თავიანთი სახის ნიღბები და სხვა დამცავი აღჭურვილობა გადასცეს.

პაციენტების მატებასთან ერთად, სხვადასხვა ჰოსპიტალებში ექიმებს სპეციალური ნიღბები, ხელთათმანები, სათვალეები და სხვა აღჭურვილობა შემოაკლდათ, სწორედ ამიტომ სერიალები, რომლებიც ამ პროდუქციას ხშირად იყენებენ, ექიმებისა და პაციენტების დასაცავად, თავიანთი აღჭურვილობა საავადმყოფოებს დაუთმეს. 

აღჭურვილობა სხვადასხხვა საავადმყოფოებში Grey's Anatomy-ის გარდა, გააგზავნეს სერიალებიდან: The Resident, Station 19, The Good Doctor, New Amsterdam

კომენტარები