სვანეთი

დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა

ტურიზმის ადმინისტრაცია

დღეიდან, 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოხსნილია და მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ერთეულში გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ. 

დაბა მესტია და ლენჯერი 22 დღის განმავლობაში იყო ჩაკეტილი.  

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრენები მესტიის მიმართულებით 3 სექტემბრიდან განახლდება. სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში 5-ჯერ შესრულდება.

მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდის გამო 10 აგვისტოს ჩაიკეტა. მესტიაში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები სავალდებულო კარანტინი უნდა გაევლოთ. 21 აგვისტოს სვანეთში, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

კომენტარები