გიგი უგულავა

უგულავა: არცერთ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების ხარჯზე არ უნდა იყოს განვითარება

წესრიგი და განვითარება. წესრიგი არის საფუძველი ნებისმიერი განვითარების. უნდა გვესმოდეს, ხშირად გაიგონებთ – ხერხემალში გადავამტვრევ კრიმინალს, ამას ვიზამ, იმას ვიზამ. მეგობრებო, [კრიმინალის] ხერხემალში გადამტვრევა არის ადვილი, ძნელი არის დაამარცხო კრიმინალი და ამავე დროს, დაიცვა ადამიანის უფლებები. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, ისევ ვიმეორებ, ვიქნებით ყველაზე მაგარი ქვეყანა მთელს რეგიონში, თითით საჩვენებელი, მარგალიტი ქვეყანა მსოფლიოში იმიტომ, რომ ეს უნდა ვქნათ, ჩვენ უნდა დავამარცხოთ კრიმინალი, ჩვენი ქუჩები უნდა იყოს უსაფრთხო. მაგრამ, ეს პირობა, პირველი და მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარია იმიტომ, რომ ეს არის ის ტკივილი, რომელიც ჩვენ გვაწუხებს პირადად, მე მაწუხებს პირადად – არცერთ შემთხვევაში ადამიანის უფლებების ხარჯზე არ უნდა იყოს განვითარება და ვერ იქნება განვითარება, ტყუილი და მირაჟია ეს ყველაფერი. ადამიანის უფლებებთან ერთად იქნება განვითარება, იქნება წინსვლა და იქნება კეთილდღეობა.

თქვა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაზე.

კომენტარები