ღირსეული პარტნიორი

ღირსეული პარტნიორის წვრთნები 7 სექტემბერს იწყება – ამერიკელი ჯარისკაცები საქართველოში არიან

ამერიკელი ჯარისკაცები საქართველოში
თავდაცვის სამინისტრო

ღირსეული პარტნიორი 2020-ის წვრთნები საქართველოში 7 სექტემბერს დაიწყება. ამერიკელი ჯარისკაცები უკვე ჩამოვიდნენ. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ს მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩამოვიდა. 

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას NATO-ს ოთხი წევრი ქვეყნის – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და პოლონეთი – სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცები 7 სექტემბრამდე ეტაპობრივად ჩამოვლენ. 

ჯამში სწავლებაში 2 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ღირსეული პარტნიორი საქართველოში მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილი შეტანა. 

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და ის ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში. 

კომენტარები