მარკ დევიდ ჩეპმენი

ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე უარი მეთერთმეტედ უთხრეს

მარკ დევიდ ჩეპმენი

The Beatles-ის ლეგენდარული ვოკალისტის, ჯონ ლენონის მკვლელს, მარკ ჩეპმენს, შეწყალებაზე მეთერთმეტედ უთხრეს უარი.

შეწყალების კომისიის წინაშე იგი აგვისტოში წარდგა და კიდევ ერთი უარი მიიღო. მარკ ჩეპმენს შეწყალების მოთხოვნის უფლება 2022 წლამდე აღარ აქვს.

ჯონ ლენონის ცოლი, იოკო ონო, რომელიც მომღერალს სიკვდილის მომენტში თან ახლდა, ჩეპმენის შეწყალების წინააღმდეგია.

2018 წელს, როდესაც მარკ ჩეპმენი მეათედ წარდგა შეწყალების კომისიის წინაშე, თქვა, რომ თავისი საქციელის რცხვენია.

"30 წლის წინ ვერ ვიტყოდი რომ სირცხვილს ვგრძნობდი, თუმცა ახლა ამას ვგრძნობ. ეს არის მომენტი, როდესაც სახეს იფარავ და არ გინდა, რამისთვის დახმარება ითხოვო." - თქვა მან.

2010 წელს ის ამბობდა, რომ ჯონ ლენონის მკვლელობის მიზანი პოპულარობის მოპოვებაც იყო, თუმცა ამის ნაცვლად მკვლელი გახდა.

1980 წლის 8 დეკემბერს, მარკ ჩეპმენმა ჯონ ლენონს მანჰეტენზე, თავის სახლთან ახლოს 5-ჯერ ესროლა. მომღერალს 4 ტყვია მოხვდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. მკვლელობის შემდეგ მარკ ჩეპმენი იქვე ჩამოჯდა და სელინჯერის წიგნის თამაში ჭვავის ყანაში კითხვა დაიწყო.

კომენტარები