მშვიდობით ჩედვიკ ბოუსმენ

შურისმაძიებლები ჩედვიკ ბოუსმენს დაემშვიდობნენ

Report Door

Black Panther-ის ვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი, ჩედვიკ ბოუსმენი 43 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

4 წლის წინ მას მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია.

ბოუსმენის გარდაცვალებას Marvel-ის ვარსკვლავები და სხვა მსახიობები გამოეხმაურნენ.

"მისტერ ბოუსმენი სამართლიანობისთვის და საკუთარი სიცოცხლისთვის ერთდროულად იბრძოდა. ეს გმირობაა. მემახსოვრება, როგორ ვიცინოდით და როგორ შეცვალა მან თამაში...". – წერს რკინის კაცის როლის შემსრულებელი, რობერტ დაუნი ჯუნიორი.

"დაცარიელებული ვარ. გული მიკვდება. ჩედვიკი გამორჩეული, ნამდვილი ადამიანი იყო. მსახიობი, რომელსაც საკუთარი საქმე უყვარდა და ყოველთვის ახლის ძიებაში იყო. კიდევ ბევრ შესანიშნავ საქმეს გააკეთებდა. მადლობა მეგობრობისთვის". – ამბობს კაპიტანი ამერიკის როლის შემსრულებელი კრის ევანსი.

"ჩედვიკი ძლიერი და მშვიდობისმოყვარე იყო. სხვების გასამხნევებლად დროს პოულობდა. ვამაყობ მასთან დაკავშირებული მოგონებებით, ჩვენი საუბრებით და სიცილით. ჩემი გული შენი და შენი ოჯახის გვერდითაა. მშვიდობით, მეგობარო". – წერს კაპიტანი მარველის როლის შემსრულებელი ბრი ლარსონი.

"ვლოცულობ ჩედვიკის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად. სამყაროს დააკლდება მისი ნიჭი. ღმერთმა დაიფაროს მისი სული". – წერს გალაქტიკის მცველი კრის პრატი.

"მომენატრები, მეგობარო. სიტყვები არ მყოფნის. ცხოვრებაში მასზე გულწრფელ და კეთილ ადამიანს იშვიათად შევხვედრივარ. მიყვარს და მხარს ვუჭერ შენს ოჯახს. მშვიდობით". – ამბობს თორის როლის შემსრულებელი კრის ჰემსუორთი.

"კადრს მიღმა კიდევ უფრო დიდი გმირი იყავი. მისაბაძი ადამიანი მილიონობით თავყანისმცემლისთვის და ჩემთვის. ვამაყობ იმით, რომ შემიძლია, მეგობარი გიწოდო". – წერს სპაიდერმენის როლის შემსრულებელი ტომ ჰოლანდი.

  

 

  

კომენტარები