ჩედვიკ ბოუსმენი

ჩედვიკ ბოუსმენის გარდაცვალების ტვიტმა Twitter-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ლაიქი მოაგროვა

NBC News

სოციალურ ქსელ Twitter-ში ჩედვიკ ბოუსმენის შესახებ გამოაქვეყნებულმა ტვიტმა რეკორდული რაოდენობის ლაიქი მოაგროვა.

პოსტმა 2 დღეში 6.6. მილიონი ლაიქი მოაგროვა. შეტყობინება 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა გააზიარა. მეორე ადგილზე 4.4 მილიონი ლაიქით ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას 2017 წლის მიმართვაა.

ამერიკელი მსახიობი, შავი პანთერას როლის შემსრულებელი ჩედვიკ ბოუსმენი 43 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. მსახიობის ოჯახის თქმით ჩედვიკი 2016 წლიდან ინტენსიურ მკურნალობას გადიოდა, მიუხედავად ამისა თავისი მთავარი როლები მან სწორედ ამ პერიოდში შეასრულა. 

 

კომენტარები