მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფცირებულთა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 25 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსი 25 170 439 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ვირუსული ინფექციით 846 792 პირი გარდაიცვალა, ხოლო 17 510 604 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის აქტიური 6 813 043 შემთხვევიდან 1%-ის (61 329) ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია, დანარჩენი 6 751 714-ის კი საშუალო ან მსუბუქი.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში აღირიცხა. ვირუსის გავრცლებიდან დღემდე აშშ-ში COVID 19 დაუდასტურდა 6 139 078 ადამიანს, მათგან 186 855 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 მილიონზე მეტი პირი განიკურნა.

აშშ-ს შემდეგ ვირუსი ყველაზე მეტად ბრაზილიაში გავრცელდა (3 846 965 დადასტურებული შემთხვევა). ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა (3 542 733 დადასტურებული შემთხვევა).

საქართველოში 30 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსი 1 469 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 221 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 924 ადამიანი რჩება.

კომენტარები