რუსეთი ბერინგის ზღვაში ატარებს სამხედრო წვრთნებს, სახელწოდებით "ოკეანის ფარი 2020" . ალასკასთან ახლოს შენიშნეს ბირთვულ საწვავზე მომუშავე რუსული წყალქვეშა ნავი ომსკი.
აშს-ის სამხედრო ძალებსა და საჰაერო დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ წყალქვეშა ნავისა და სხვა სამხედრო ხომალდების გადაადგილებას აკვირდებიან.
"ამჟამად რუსეთის საზღვაო აქტივობა საერთაშორისო წყლებში, აშშ-ს ტერიტორიული წყლებიდან მოშორებით შეინიშნება. მათგან ან ამ ტერიტორიაზე მყოფი სხვა მეზღვაურებისგან დახმარების თხოვნა არ მიგვიღია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ იმათ, ვისაც ეს სჭირდება". - ნათქვამია განცხადებაში.
ალასკის მეთევზეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ რუსულმა ხომალდებმა მეთევზეთა გემებს მოუწოდეს, გასულიყვნენ ტერიტორიიდან, სადაც წვრთნები მიმდინარეობს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



