გლდანი

საგანგებო: მაშველებმა გლდანში ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გლდანში ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ბინაში ხანძარი გაჩნდა. უწყების ცნობით, ცეცხლმოკიდებული ბინიდან მეხანძრე-მაშველებმა 3 ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. 

"შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო - სამაშველო ტექნიკის მობილიზება. 

ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებულნი არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა." - ვკითხულობთ განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

კომენტარები