კრიმინალი

პოლიციამ 27 წლის კაცის მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავა

REUTERS

პოლიციამ 27 წლის კაცის მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. 1988 წელს დაბადებულ დ.თ-ს ბრალად გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

გარდა ამისა, ამავე საქმეზე ცოტა ხნის წინ დააკავეს ორი პირი: განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული გ.ზ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 1988 წელს დაბადებული ბ.ბ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფმა გ.ზ-მ 27 წლის კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ადგილზე იმყოფებოდა ბ.ბ-ც, რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. 

დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კომენტარები