მკვლელობა თბილისში

თბილისში 27 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 27 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე 2 ადამიანი დააკავეს.  

უწყების ცნობით, 1993 წელს დაბადებულ გ.ზ-ს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება, 1988 წელს დაბადებულ ბ.ბ-ს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფმა გ.ზ-მ 27 წლის კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ადგილზე იმყოფებოდა ბ.ბ-ც, რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. 

დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად გამოძიება გრძელდება.

კომენტარები