სამხედრო წვრთნა

მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2020" საქართველოში სექტემბერში ჩატარდება

თავდაცვის სამინისტრო

მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2020" სექტემბერში ჩატარდება. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში საინფორმაციო ბრიფინგზე ისაუბრეს. 

სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება 7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. სწავლების მიზანი საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანაა.

მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.

სწავლება საქართველოში მეხუთედ ტარდება. 

კომენტარები