ცენტრ დოსიეს გამოძიება

კილაძე ხოშტარიაზე: როცა რუსეთში სწავლობდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა

ტაბულა

"როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა." – ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ევროპული საქართველოს წევრ ელენე ხოშტარიაზე. 

ევროპულმა საქართველომ დღეს, 25 აგვისტოს, პროკურატურას მიმართა განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი. 

ინფორმაცია, რომ პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ კრემლი პირდაპირ ეხმარება, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ 24 აგვისტოს გაავრცელა

"ჩემი პირადი პოზიცია მინდა გითხრათ და ქართული ოცნების პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტთან არის რაიმე ფორმით ალიანსში ან ოკუპანტისგან ფინანსდება. ეს, პირველ რიგში, კანონის დარღვევაა, მაგრამ მორალურადაც დაუშვებელია და წარმოუდგენელია." – ამბობს კილაძე. 

ცენტრ დოსიეს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები. 

კომენტარები