იულია ტიმოშენკო კორონავირუსით დაავადდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

Yulia Tymoshenko

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია ბატკივშინას ლიდერი, იულია ტიმოშენკო ახალი კორონავირუსით დაავადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ფილტვების ვენტილაციის ხელოვნურ აპარატზეა შეერთებული.

ასევე, ცნობილია, რომ ექიმები ვერ ახერხებენ ტიმოშენკოსთვის ტემპერატურის დაგდებას და ბოლო დღეებში 39 გრადუსზე უნარჩუნებენ. ამასთანავე ცნობილია, რომ კორონავირუსით დაავადდა ტიმოშენკოს შვილი ევგენია და სიძე, არტურ ჩიჩოტკინი, რომლებსაც ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით გადააქვთ.

ტიმოშენკოს დაავადების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად RBC უკრაინამ 23 აგვისტოს გაავრცელა. მოგვიანებით ცნობები ამის შესახებ დაადასტურა ტიმოშენკოს პრესსპიკერმა, მარინა სოროკამ, რომელმაც დაამატა, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის დაავადდა ტიმოშენკო, ასევე, უცნობია თუ სად მკურნალობს ის. პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში ახალი კორონავირუსული ინფექციის 110 949 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 362 პაციენტი.

კომენტარები