კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა

Tom Wolf

საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ის 87 წლის ქალია, რომელსაც მცხეთის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ვირუსი ჯამში 1 421 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან, 1 137 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 7005 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255.

კომენტარები