ლორი ლაფლინი

მსახიობ ლორი ლაფლინს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

NBC

ამერიკელ მსახიობს, ლორი ლაფლინს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ლაფლინმა ერთ-ერთ უნივერსიტეტში საკუთარი შვილის მოწყობა ქრთამის მეშვეობით სცადა. საქმეში მსახიობის გარდა კიდევ 52 ადამიანის სახელი ფიგურირებდა. ლაფლინის ქმარს, დიზაინერ მასიმო ჯიანულის, სასამართლომ ხუთთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

"საშინელი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი შვილების განათლების უზრუნველყოფა კანონის დარღვევის ხარჯზე არასწორია. ჩემს მორალურ პრინციპებს გადავუხვიე." – თქვა სასამართლოში ლაფლინმა.

2019 წელს მომხდარი თაღლითობის კიდევ ერთი მონაწილე ოსკარის ნომინანტი მსახიობი, ფელისიტი ჰოფმანი იყო, რომელსაც იმავე წელს ორკვირიანი პატიმრობა მიესაჯა.

კომენტარები