ენზელ მკოიანი

ენზელ მკიოანის თქმით, ახალქალაქში მის ძმას თავს დაესხნენ

nor.ge

ქართული ოცნების დეპუტატის, ენზელ მკოიანის თქმით, ახალქალაქში მის ძმას თავს დაესხნენ, კერძოდ კი - მისი მანქანა ააფეთქეს.

მკოიანი მომხდარს არჩევნებს უკავშირებს. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, ტელეფონზე ლაპარაკისას ის ამბობს, რომ ივლისში რამდენჯერმე დაურეკეს და უთხრეს, რომ, თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, მის ახლობელ ადამიანს საფრთხე დაემუქრებოდა. მუქარების შესახებ მკოიანის ადვოკატმა განცხადება ადრეც გაავრცელა.

უცნობია, უკავშირდება თუ არა დეპუტატის ძმაზე თავდასხმა 26 მარტის შემთხვევას, როცა ახალქალაქში მკოიანი და პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამველ პეტროსიანი ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ესროდნენ.

ტაბულა შსს-სთან დამატებითი დეტალების დაზუსტებას ცდილობს.

კომენტარები