ოკუპირებული ცხინვალი

"ღამურებით ვაჭრობისთვის" დაკავებულ კაცს საოკუპაციო რეჟიმმა 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ხვიჩა მღებრიშვილი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მერაბიშვილი ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, 3 ივლისს დააკავეს.

საოკუპაციო რეჟიმის КГБ-ს განცხადებით, ის ლუგარის ლაბორატორიის დავალებით, ცხინვალის რეგიონში ღამურებს აგროვებდა ბიოლოგიური მასალის მოპოვების მიზნით და თითოში 5-დან 10 ათასმდე აშშ დოლარს უხდიდნენ.

"ღამურების შეგროვების საქმეზე" ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები