თურქეთი

Reuters: თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
GETTY IMAGES

Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა, რომელიც ქვეყნის მოთხოვნის დაკმაყოფილებას სრულად შეძლებს.

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღმოჩენის შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გააკეთებს.

წყაროები Reuters-ს ეუბნებიან, რომ საბადო შეძლებს, თურქეთის მოთხოვნა ბუნებრივ აირზე 20 წლის განმავლობაში სრულად დააკმაყოფილოს და, შედეგად, ქვეყანა დამოკიდებული აღარ იქნება იმპორტზე. საბადო 800 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეიცავს, თუმცა მისი წარმოების დასაწყებად 7-დან 10 წლამდე იქნება საჭირო და 2-დან 3 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიცია დასჭირდება.

შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში, Tuna-1-ის ზონაში გემი Fatih ივლისის შემდეგ ეძებს საბადოებს.

ამჟამად თურქეთი ბუნებრივ აირს უმეტესწილად სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის რუსეთისგან და ირანისგან ყიდულობს და ეს წელიწადში 41 მილიარდ აშშ დოლარამდე უჯდება.

კომენტარები