სპორტული ანიმაციური ფილმის Space Jam:New Legacy-ის პირველი პრომო ვიდეო გამოვიდა.
მომავალი ანიმაცია 90-იანი წლების პოპულარული ფილმის Space Jam-ის გაგრძელებაა. პირველ ნაწილში მთავარ როლს ლეგენდარული კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი თამაშობს. სიუჟეტის მიხედვით ჯორდანი ანიმაციურ სამყაროში ხვდება, სადაც Looney Tunes-ის პერსონაჟებთან ერთად უცხოპლანეტელების წინააღმდეგ თამაში უწევს.
ახალ ნაწილში მთავარ როლს კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი ასრულებს.