რასელ ქროუ

რასელ ქროუმ ბეირუთში განადგურებული რესტორნის მეპატრონეს თანხა ჩაურიცხა

Fox News

ოსკაროსანი მსახიობი, რასელ ქროუ, ბეირუთში მომხდარი აფეთქებისას განადგურებული რესტორნის, LeChef-ის, მეპატრონეს $5000-ით დაეხმარა.

მსახიობმა 2018 წელს გარდაცვლილი მეგობრის, შეფ მზარეულ ენტონი ბურდენის სახელით საქველმოქმედო ფონდში თანხა გადარიცხა. ქროუს თქმით მზარეული ხშირად სტუმრობდა LeChef-ს 

"ვფიქრობ, ენტონი იგივეს გააკეთებდა ცოცხალი რომ იყოს. ვუსურვებ რესტორანს ყველაფერს საუკეთესოს და იმედი მაქვს რეაბილიტაცია მალე დასრულდება". – ამბობს მსახიობი.

LeChef-ი ბეირუთში 1967 წელს გაიხსნა. რესტორნის აღდგენის ინიციატივით დოკუმენტალისტი ამანდა ბაია და ჟურნალისტი რიჩარდ ჰოლი გამოვიდნენ. ამ დროისთვის ფონდმა $19 000 შეაგროვა.

 

კომენტარები