ellen

ელენ დეჯენერესის შოუს სამი პროდიუსერი სამსახურიდან დაითხოვეს

Deadline

ელენ დეჯენერესის შოუს, Ellen-ის, სამი აღმასრულებელი პროდიუსერი სამსახურიდან დაითხოვეს. 

ედ გლავინის, კევინ ლემანისა და ჯონათან ნორმანის გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას თავად შოუს უცვლელი წამყვანი ელენ დეჯენერესი ავრცელებს.

ივლისის შუა რიცხვებში გამოცემა BuzzFeed-მა შოუს ყოფილი თანამშრომლების ინტერვიუები გამოაქვეყნა. დაზარალებულებმა ტელეგადაცემის პროდიუსერები სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. სტატიების სერიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საუბარი იყო Ellen-ის დახურვაზე. 

თავად პროდიუსერები დანაშაულს უარყოფენ. სტუდია Warner Media გამოძიებას აგრძელებს.

 

კომენტარები