მავრიკი

მავრიკის საიხლოვეს მეჩხერ წყალში გამორიყული ნავთობის ტანკერი შუაზე გადატყდა

AFP

იაპონური ნავთობის ტანკერი, რომელიც მარჯნის რიფთან დაჯახების შემდეგ მავრიკის სანაპიროს სიახლოვეს მეჩხერ წყალში იყო გამორიყული, შუაზე გადატყდა. ინფორმაცია მავრიკის კრიზისის ეროვნულმა კომიტეტმა გაავრცელა. მუშავდება ტანკერის ბუქსირით გაყვანის გეგმა.

იაპონური ტანკერი MV Wakashiro, რომელიც პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 25 ივლისს მავრიკის წყლებში მარჯნის რიფს დაეჯახა. შედეგად, დაახლოებით 1000 ტონა საწვავი ნავთობი დაიღვარა, რამაც საფრთხე შეუქმნა მარჯნის რიფსა და ზღვის ფაუნას. მეცნიერთა შეფასებით, ეს მავრიკის ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფაა.

ნავთობის უდიდესი ნაწილი უკვე ამოტუმბულია, თუმცა მავრიკის მთავრობის განცხადებით, გემზე კიდევ 166 ტონა ნავთობია დარჩენილი, რომლის ამოსატუმბი სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს.

უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, რაც სამუშაოებს გაართულებს. ტანერის გაყვანას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.

იაპონიის გარემოს დაცვის მინისტრის შინჯირო კოიზუმის განცხადებით, ოფიციალური ტოკიო გეგმავს გარემოს დაცვის სამინისტროდან სპეციალისტთა ჯგუფი გაგზავნოს ზარალის შესაფასებლად. ტანკერს MV Wakashio-ს იაპონური კომპანია Nagashiki Shipping-ი ფლობს.

მეცნიერთა განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია ნავთობის დაღვრისგან გამოწვეული ზარალის სრული მასშტაბი, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ ეკოლოგიური კატასტროფა დიდ გავლენას მოახდენს მავრიკსა და მის  ტურიზმზე დამოკიდებულ ეკონომიკაზე.

კომენტარები