Би-2

Би-2: შეწყვიტეთ საკუთარი ხალხის დარბევა

რუსული როკ ბენდის, Би-2-ის, წევრები ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ.

"მე ვარ ლიოვა Би-2-დან, მე დავიბადე მინსკში. მე ვარ შურა Би-2-დან მე დავიბადე ბაბრუისკში. ჩვენთვის მტკივნეულია იმის ნახვა, რაც ახლა ქუჩებში ხდება. ჩვენ გულწრფელად მხარს ვუჭერთ ბელარუსს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის. მივმართავ ყველა ძალოვან სტრუქტურას, ომონით დაწყებულს, მილიციით დამთავრებულს. შეწყვიტეთ საკუთარი ხალხის დარბევა, შეწყვიტეთ საკუთარ ხალხთან ომი, ნუ უჭერთ მხარს აგრესიულ რეჟიმს. ქუჩაში დგანან ბავშვები, მოხუცები და ქალები, დაფიქრდით..." – ამბობენ ბენდის წევრები. 

წარმოშობით ბელორუსი ეგორ ბორტნიკისა და საშა უმანის მიერ 1985 წელს მინსკში ჩამოყალიბებული როკ ჯგუფი БИ-2 90-იანი და 00-იანი წლების პოსტ საბჭოურ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალტერნატიული პროექტი იყო. ბენდის პოპულარულ სიმღერებს შორის არის Полковник, Варвара, Моя Любовь, Мой Рок-н-ролл.

კომენტარები