მკვლელობა თბილისში

შსს: ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1973 წელს დაბადებულმა თ.ჩ-მ თბილისში, ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, თ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები