ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აქცია ბელარუსში

ბელარუსში დაღუპული მომიტინგის პარტნიორი ამბობს, რომ პოლიციამ მას ესროლა [VIDEO]

კვირა, 16 აგვისტო, 2020 - 17:08
AP
tbl.ge/505f
დაკოპირდა

ბელარუსში დაღუპული მომიტინგის, ალექსანდერ ტარაიკოვსკის, პარტნიორი, ელენა გერმანი, ამბობს, რომ პოლიციამ მას ესროლა.

გერმანს არ სჯერა ოფიციალური განცხადებისა, რომ ტარაიკოვსკი დაიღუპა მაშინ, როდესაც ხელში ასაფეთქებელი საშუალება აუფეთქდა.

მისი სიკვდილიდან ოთხი დღის შემდეგ გერმანმა შეძლო მორგში მისვლა, რათა ტარაიკოვსკის ცხედარი ენახა. მას არ სჯერა, რომ დაღუპულს ასაფეთქებელი საშუალება ეჭირა:

"მკერდის ნაწილზე ნაკერია – ხვრელი იყო გაკერილი, თუმცა შავი ჩალურჯება ეტყობოდა; პატარა იყო, თუმცა ჩვენ ეს შევამჩნიეთ.  ხელები და ფეხები სრულიად დაუზიანებელი აქვს, ჩალურჯებებიც არ არის".

"ცხადია, რომ პირდაპირ გულმკერდში ესროლეს," – თქვა მან.

Associated Press-ის ჟურნალისტმა 10 აგვისტოს გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს დაჭრილი მომიტინგე დასისხლიანებული მაისურით, რომელიც მალევე ძირს ეცემა. მის წინ არის რამდენიმე სამართალდამცავი, ზოგი მათგანი მივიდა იმ ადგილას, სადაც მომიტინგე დაეცა და მის გარშემო დადგა. გერმანმა ნახა ვიდეო და თქვა, რომ ეს პირი ტარაიკოვსკია.

AP წერს, რომ ვიდეოში არ ჩანს თუ რატომ დაეცა მომიტინგე ან როგორ დასისხლიანდა მისი მაისური, თუმცა ვიდეოში არც ის ჩანს, რომ მას ხელში ასაფეთქებელი საშუალება ჰქონდა და აუფეთქდა, როგორც ამას ბელარუსის მთავრობა ირწმუნება. 

Tweet

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტო კომენტარს აღარ აკეთებს. 

გერმანი აპირებს, რომ სრულფასოვანი გამოძიება მოითხოვოს. მან დახმარებისთვის მიმართა ბელარუსის ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სურს, რომ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ.

"მე აღშფოთებული ვარ. მე გაბრაზებული ვარ. ამიტომ მინდა სამართლის ნახვა. რეალურად, მე ძალიან მეშინია. დავრჩი მარტო, მხარდაჭერის გარეშე. სიცარიელეს ვგრძნობ," – თქვა ელენა გერმანმა.

ტარაიკოვსკის გასვენებაზე ასობით ადამიანი მივიდა. დაღუპულის გამოსვენებისას არაერთმა დამსწრემ მუხლებზე დაიჩოქა და თქვა "დიდხანს სიცოცხლე ბელარუსს!"

გერმანის თქმით, ტარაიკოვსკი ავტომობილების სახელოსნო ბიზნესში იყო ჩართული და 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე არცერთი მათგანი არ იყო დაინტერესებული პოლიტიკით. ის და ტარაიკოვსკი მთავარი ოპოზიციონერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას 60 000-კაციან აქციას დაესწრო და შემდეგ მათ არჩევნების შემდგომ პროტესტაც დაუჭირეს მხარი.

"ის ძალიან გაბრაზებული იყო უკანონო დაკავებების გამო და ხალხით ამაყობდა. ის ამბობდა – 'როგორც იქნა, როგორც იქნა!' ჩვენ ყველა სიახლეს ყოველ საღამოს განვიხილავდით," – თქვა ელენა გერმანმა.

-----

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%, რასაც ხალხის მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი, ხოლო დაშავდა ათობით ადამიანი.

ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამოქალაქო პროტესტის გააქტიურებიდან მეორე დღეს ბელარუსი დატოვა. ტიხანოვსკაიას გუნდის ცნობით, ის პროტესტს "შესაძლო პროვოკაციების" გამო არიდებს თავს. მოგვიანებით გავრცელდა მისი ვიდეომიმართვა, რომელშიც მან დემონსტრანტებს კანონის დაცვის, შეკრებისგან თავის შეკავებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ევროკავშირის გაფრთხილების და პატიმრების არ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლო სანქციების დაწესებაზე საუბრის შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებამ დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო. ბელარუსში გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის, მუქარისა და ცემის ფაქტებზე ყვებიან.

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახლა მუშაობას იწყებს არჩევნების გაყალბებასა და ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ბელარუს ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება. პომპეო წერს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ის გმობს მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ ძალადობასა და ოპოზიიცის მომხრეთა დაკავებებს და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, რომ პატივი სცეს თავიანთი მოქალაქეების უფლებებს.

ლუკაშენკომ ბელარუსში საკუთარ მხარდამჭერ აქციაზე გამოსვლისას უარი განაცხადა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებაზე. ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება.

ალექსანდერ ტარაიკოვსკიბელარუსიაქცია ბელარუსშილუკაშენკოდაღუპული მომიტინგე

ამავე თემაზე

  • შაბათი, 15 აგვისტო, 2020 - 12:51ბალტიის ქვეყნები ბელარუსს სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ
  • პარასკევი, 14 აგვისტო, 2020 - 14:40მერკელი ბელარუსში დაკავებული მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:40

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:34

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 03:10

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 00:47

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

რუბიო: ტრამპის მარშრუტს სომხეთის ეკონომიკის ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია შეუძლია
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 23:09

რუბიო: ტრამპის მარშრუტს სომხეთის ეკონომიკის ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია შეუძლია

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში