Bauhaus Bar

Bauhaus Bar-ის 2 თანამშრომლის დაკარგვაზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაუჰაუსის 2 თანამშრომლის დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, 2 ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს შევიდა და იმ დროიდან მათი ადგილსამყოფელის დასადგენად უწყება ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. 

"შეტყობინება 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს". – ამბობენ შსს-ში. 

ბაუჰაუსმა მისი ორი თანამშრომლის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს უკვე 24 საათზე მეტია ეძებენ. 

 

კომენტარები