Bauhaus Bar

Bauhaus დაკარგულ თანამშრომლებზე: ჯერ სიახლე არ გვაქვს, ისევ ვეძებთ

ბარი ბაუჰაუსი ორი დაკარგული თანამშრომლის შესახებ წერს, რომ ჯერჯერობით სიახლე არ აქვთ და მათ ძებნას აგრძელებენ. 

"მეგობრებო, ჯერ სიახლე არ გვაქვს, ისევ ვეძებთ. აუცილებლად დავწერთ აქ, როგორც კი რამეს შევიტყობთ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის". – წერია ბარის Facebook გვერდზე. 

ბაუჰაუსმა მისი ორი თანამშრომლის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 აგვისტოს გაავრცელა.

შსს-ს ცნობით, 2 ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს შევიდა და იმ დროიდან მათი ადგილსამყოფელის დასადგენად უწყება ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. 

"შეტყობინება 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს". – ამბობენ შსს-ში. 

კომენტარები