კორონავირუსის რუსული ვაქცინა

"გვერდითსკი ეფექტივსკი" – კონგრესმენი საბატინი რუსულ ვაქცინას დასცინის

Screenshot/Twitter

ფლორიდის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, ენტონი საბატინი, რუსეთის მიერ ვაქცინის შექმნას და დადასტურებას ხუმრობით გამოეხმაურა.

ფლორიდის წარმომადგენელთა პალატის წევრი რუსეთის მიერ ვაქცინის შექმნას ხუმრობით ეხმაურება:

"ხალხო, უბრალოდ რომ იცოდეთ, მე გუშინ გავიკეთე კორონავირუსის რუსული ვაქცინა და შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ არ არის საიდსკი (გვერდითსკი) ეფექტივსკი..." – ამის შემდეგ ის წერას რუსულად აგრძელებს – "ვისაც ამის წაკითხვა შეუძლია, ვაღმერთებ ვლადიმირ პუტინს!"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 აგვისტოს თქვა, რომ რუსეთმა ოფიციალურად დაამტკიცა მოსკოვში არსებული გამალეია, ინსტიტუტის მიერ განვითარებული კორონავირუსის ვაქცინა. 

12 აგვისტოს ამერიკის ჯანმრთელობის მდივანმა, ალექს აზარმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინის განვითარება არ არის რბოლა, რომელშიც პირველი უნდა იყო.

აზარმა თქვა, რომ აშშ-ს მთავრობა ეკონომიკის, ბიოფარმაცევტული ინდუსტრიის ძალებით მუშაობს, რათა ამერიკელი და მსოფლიოს ხალხისთვის რაც შეიძლება სწრაფად განავითაროს ვაქცინა, რომელიც უსაფრთხო და ეფექტური იქნება.

პარალელურად, ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ამ ვაქცინამ ყველა საჭირო შემოწმება გაიარა.

"როგორც ჩანს, ჩვენი უცხოელი კოლეგები გრძნობენ რუსეთის წამლის კონკურენტულ უპირატესობას და ცდილობენ, გამოხატონ აზრები, რაც ჩვენი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა." – თქვა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინას ადამიანებზე დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ტესტავდნენ.

რუსეთს ვაქცინის ტესტირებაზე სამეცნიერო ინფორმაცია არ გაუზიარებია.

Reuters-ი წერს, რომ კლინიკური ცდების დაახლოებით 10% არის წარმატებული და ზოგი მეცნიერი შიშობს, რომ მოსკოვი, შესაძლოა, ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებს.

მსოფლიოში ამჟამად 100-ზე მეტ ვაქცინას ავითარებენ, რათა ახალი კორონავირუსის პანდემია შეაჩერონ. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე 4 მათგანი გამოცდის მესამე ეტაპზეა.

კომენტარები