საიმონ კოუელი

საიმონ კოუელი: თუ ელექტრო ველოსიპედს შეიძენთ, პირველ რიგში ინსტრუქცია წაიკითხეთ

NME

სატელევიზიო შოუების Got Talent-ის და X-Factor-ის ჟიურის წევრი, საიმონ კოუელი, ელექტრო ველოსიპედით სეირნობისას დაშავდა.

60 წლის ვარსკვლავი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. კოუელი სასწრაფო დახმარების მანქანამ მალიბუს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის გაკეთება მოუწიათ.

ინციდენტს თავად ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

"კარგ რჩევას მოგცემთ... თუ ელექტრო ველოსიპედს შეიძენთ, პირველ რიგში ინსტრუქციას გაეცანით. ზურგი დავიზიანე. მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის". – წერს კოუელი სოციალურ ქსელში. 

ასევე პოსტის კომენტარებში ვარსკვლავმა მადლობა გადაუხადა ექიმებსა და ექთნებს.

კომენტარები