კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 44 გამოჯანმრთელებულიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 11 აგვისტოს გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან, ნახევარზე მეტი ქართველი სამხედროები არიან, რომლებსაც კორონავირუსი ავღანეთში დაუდასტურდათ

რაც შეეხება, 14 ახალ ინფიცირებულს, ეზუგბაიას ინფორმაციით, ორის წყარო სოფელი გაჩიანია, ცხრა უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, სამი კი შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად კოვიდცენტრებში 194 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მისი თქმით, მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 14-ის მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და საშუალოზე მსუბუქია. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1264 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1054 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები