საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მესტიის გზაზე "შავ ღელესთან" მეწყერი ჩამოწვა, დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მესტიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ფერდი ჩამოიშალა, რამაც მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. 

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

კომენტარები