რუსეთი

ვოლგოგრადში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა [ვიდეო]

ngs.ru

რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქდა გაზის ცისტერნა.

ინციდენტში დაშავდა 13 ადამიანი, 10 მათგან საავადმყოფოში იმყოფება. ერთი მძიმედ დაშავებული რეანიმაციაში მოხვდა. 

მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. რეგიონის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები