მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი

შსს

მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა, დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

რა შეზღუდვები წესდება მესტიაში სრულად ნახეთ აქ.

დღეს, 10 აგვისტოს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 250 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1 010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები