კორონავირუსი საქართველოში

სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

სოფელ ყარაჯალაში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა. ამის შესახებ რუსთავი 2-ს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა უთხრა. 

"ბოლო 3 დღის მანძილზე აღებული არის 1 552 PCR ტესტი. მოსული არის უკვე პასუხები. არის მხოლოდ 2 შემთხვევა, 2 დადებითი და დაახლოებით დარჩენილია 120 PCR ტესტის პასუხი. სოფელი ყარაჯალარი უკვე გაიხსნა, სოფელში უკვე მოხსნილია საკარანტინო რეჟიმი". – თქვა ბუდაღაშვილმა. 

სოფელი ყარაჯალა 24 ივლისს, კორონავირუსის მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაიკეტა

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1250 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები